დღევანდელ დღეს არჩევნების თემაა აქტუალური, ქართველს კი პური არ აჭამო და პოლიტიკაზე ალაპარაკე, თანაც ყველა ყველაფერში სხვებზე უკეთესად ერკვევა, ყველა ყველაფრის ექსპერტია და მხოლოდ მის აზრს არ გაუვა წყალი… ერთი საუკუნის წინათაც პოლიტიკაზე საუბარი ყველაფერზე წინ იდგა, მით უმეტეს, გურულებისთვის. როგორც ჟურნალი ,,ეშმაკის მათრახი” წერდა (1907წ): ,,გურიამ ერთი იცის: მიხვალ იქ თუ არა მაშინვე პოლიტიკაზე მოეწყობა შენი ნერვები, გონება და ენა”.
ესეც ამონარიდია იმავე ჟურნალიდან:
,,სცენა ფოთის ბულვარში.
სოფლიდგან ჩამოსული გურული ფოთის ბულვარში მეორე გურულს გადაეყარა.
_ გამარჯობა შენი, ეფრემავ!
_ გაგიმარჯოს, ივანეს…
_ რა ამბავი ჩემოგვიტანე, ეფრემ?
_ ყოლიფერი კაი, ძამია! ჩვენში დეპუტატებათ სულ სოციალ-დემოკრატები გავაშპუნეთ.
_ ყოჩაღ თქვენ ბიჭობას, მარა ჩვენ კი წავხდით ძამია!
_ რავა, ბიჭო?
_ რავა და დაგვესიენ, ძმავო;
ბურჟუვა უპრავისტები,
გალა ფედერალისტები,
მეგრელ ნაციონალისტები,
ბულვარის შოვინისტები,
ბიუროკრატ სისხლისტები
და იმათი ძმა ბიჭები.
დაგვესიენ და გაიყვანეს: ნიკოი და იონაი,
_ ვაი, წავხთი! და მერე რას მეითხოვენ ეგენი იქანაი?
_ დედავ! რაფერ კითხულობ თუ იცი?
რას მეითხოვენ და კონსტიტუცია
კოჭლს და ბრუციანს.
_ თუ რომ არ მისცეს
და თავში მისცხეს?
_ მაშინ ენაზე კბილს დააჭერენ
შავ რაზმელებთან ხელს მოაწერენ.
ვაჟო და თუ ამისანა საჯაყი კაცებია, ნახავ რავა გაშავებული მუძუნძულებდენ ქუთაისიდგან.
_ შაქარი შენ პირს! მშვიდობით.