განათლების მინისტრი სკოლებში შესვენების დროის 20 წუთამდე გაზრდის შესახებ საუბრობს. „სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და ნორმალურად ჭამა მოასწორონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახემსებას ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ ჩქარა-ჩქარა არ ჭამონ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. შესვენების გახანგრძლივების ძირითადი მიზანიც ესაა- ნელა და მშვიდად წახემსება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადების მოწყობას უკავშირდება. მინისტრის ინიცირებული „ვაშლების პროექტი“ კი უკვე მიმდინარეობს. პირველები, ვისაც ვაშლები დაურიგდათ, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ.