…დავკარი ფეხით საჯავახოით და საღამოს შლეჭა გავადინე ქუთეისში. კაი ღმერთმა მოგცეს, კაი ქალაქი ქუთეისი ყოფილა. ოზრუგეთს ბევრად ჯობია. რა გინდა სულო და გულო, რომ იქინეი არ ყოფილა! თურმე ტყუილაი კი არ დამლოცავდა მამაჩემი: გაბილავ, ღმერთმა შენი თავი ქუთეისის ღობენატრათ მაჩვენაო. სიმართლე გითხრა, ძალიანი მომეწონა. აწი არ მკითხავ, ვაჭრები რა ზდილობიანი ყოფილა? მობძადი, გურულო, რას ინებებ, გურულო, როის მობძადი გურულო – მიჩივოდენ. დალოცოს ღმერთმა იგინის ბაგე-პირიანობა. ოზურგეთში ჩიბუხის და გუნდა-ლახოსტაკის ვაჭარი, თუ ძალიანი არ შეეხვეწე, თავს არ დაგიკრავს, ისე გაგულდიდებულია და ქუთეისში სულ ბძანდი-ბძანდის გიჩივიან…
საღამოს ერთი ჩემი მეზობლის ბიჭი ვნახე – გოგინაი. გულვარდში წევიდეთო, მითხრა… ძაან სანახავი ყოფილა გულვარდი. რამდენი ქალი და კაცი გულავობს, აგერ ბუზიკაი უბრუწუნებს, მარა ერთმა საქმემ დამაფიშმანა: ამდენ სულში მარტუაი მე და გოგინაი ვქართულობდით. ბიჭო მეთქინ, ვკითხე გოგინაის, რა ქვეყანაში ვართ მეთქინ? ქუთეისშიო მითხრა. თუ რუსეთში მეთქინ? ამ დროს ერთმა აფიცარმა და ერთმა ქალმა ჩამოგვიარა. შევატყე საცხაიდან ახლა მოვიდენ… ქალმა წუურუსულა: ,,სკვერნი დაროგა ბილაო”, მე რუსულში თლათ გამოპწნილი არ ვარ, მარა აი კი ვთარგმნე: სკვერნი, – ჩვენებურად რომ იტყვიან – პილწიო, იგია. დარო ჩემი ცოლის სახელია და გაბილაი მე ვარ და იგია. პილწია დარო გაბილაისო – აი თქმაა ეს, მარა ამ დასტურ პილწ დედაკაცს რა ხელი აქ ჩემ ცოლთან მეთქინ, ვიფიქრე გულში და გურული სისხლიც ამიჩუხჩუხდა… ერთი კი მივაძახე ,,აგურეც შენ საქმეს” მეთქინ! მომიხედა და ,,იშაკიო” მითხრა. უკაცრავათ ბძანდები, ისაკი არ გახლავარ, გაბილაი მქვია მეთქინ – მივაყვირე, მარა გოგინაიმ მითხრა, ბოდიში მეიხადაო. ბოდიშიო და პაწაი გული დამიამდა, თვარა იმის სეირს დაგანახვებდი. გოგინაიმ ჩემზე უკეთესი რუსული იცის. ორივე ერთად ვსტავლობდით ჩვენ სოფელში. რუსულში მე ვჯობნიდი, მარა ქუთეისში ახლა იმან უმფრო შეაკეთა მისი რუსული…