ამ ეტაპზე ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარია შესული პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომლის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში კომიისიის თავმჯდომარემ, დილით, უბნის გახსნის დროს, არ შეუშვა უბანზე არც წარმომადგენელი და არც დამკვირვებლები, შეიყვანა მხოლოდ წევრები.
ზვიადი თენიეშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მშვიდობაა და ჯერჯერობით, არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება:
_ დააგვიანა წარმომადგენელმა და არ გავგიღო კარები უბნის თავმჯდომარემო, მისულიყო დროზე, დიდი ამბავი, 5 წუთი თუ დააგვიანა. ასეთი დავალებები აქვთ დღეს “ნაციონალებს“, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერეთო, _ გვითხრა თენიეშვილმა.
ამ ეტაპზე აღნიშნულ უბანში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს.