საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.
„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.