ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი მერობის კანდიდატი მოხვდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალარჩეულ საკრებულოში “ლეიბორისტული პარტიის“ მერობის ყოფილი კანდიდატი, დავით მამალაძე, “ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი მიხეილ გოგოტიშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის ყოფილი კანდიდატი თორნიკე გოგუაძე შევლნენ.
“გურია ნიუსმა“ ინფორმაცია სამივე პარტიაში გადაამოწმა და წინასწარი შედეგების მიხედვით, “ევროპული საქართველოდან“ ერთი მაჟორიტარი-დეპუტატი, “ლეიბორისტული პარტიიდან“ – ერთი მაჟორიტარი-დეპუტატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი მაჟორიტარი-დეპუტატი შედის.