21 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 32 სადეპუტატო მანდატია, ხუთი დეპუტატი ქალი იქნება. აქედან, „ქართული ოცნებას“ ლანჩხუთის საკრებულოში ოთხი დეპუტატი ქალი ეყოლება: ციცი ჩხაიძე, ვერიკო კვირკველია, ციცო ურუშაძე და ელისო ჭიჭინაძე. ეს უკანასკნელი ზედიზედ უკვე მეორედ გახდა დეპუტატის მანდატის მფლობელი. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც სულ ხუთი მადტატის მფლობელია, მხოლოდ ერთი ქალი ეყოლება ლელა ჩახვაძის სახით, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შედის საკრებულოში.
ცნობისთვის, 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოში, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოა, ხუთი ქალი დეპუტატია, აქედან სამი „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა და თითო-თითო კი „პატრიოტებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“.