ცოტა ხნის წინ, ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან მდებარე ავტომანქანის შემკეთებელ სახელოსნოში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის 7 ბრიგადა 35 მეხაბძრე მაშველით. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სა,უშაოები.
მათივე თქმით, ხანძრის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დამწვარია 2 ტრაილერი, თუმცა მაშველების ჩარევის შედეგად, მესამე ტრალილერის გადარჩენა მოხერხდა.