წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ილია თეზბითელის სახელობის ეკლესიაში მეორე მსოფლიო ომის გმირისა და ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოს მელიტონ ქანთარიას შვილიშვილის – თამაზ ოჩიგავას სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. 21 წლის თამაზ ოჩიგავა აფხაზეთის ომს და საქართველოს ერთიანობას შეეწირა. ქართველი მეომრის ნეშტი 24-წლიანი მოლოდინისა და მცდელობის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოასვენეს და 29 ოქტომბერს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
თამაზ ოჩიგავას ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და უწყების თანამშრომლებმა მიაგეს. (R)