“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს:
“ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე გეგმავს დღეს ჩვენს მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ხელი შეუშალოს.
მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება აკრძალულია და სამართალდარღვევას წარმოადგენს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები და უზრუნველყონ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელება ხელშეშლის გარეშე,” _ აცხადებენ შტაბში.
(R)