რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგი გამართა ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ. მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც 31 პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტების თანახმად, ხვალ საარჩევნო პროცესი რთულ ვითარებაში წარიმართება. ის მოუწოდებს ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს, მიიღონ პრევენციული ზომები არჩევნების მშვიდობიანად ჩასატარებლად.
ეს 31 პუნქტიანი გეგმა რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი სამოქმედო გეგმა _ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა მიუგზავნა „42“-ს ვითომ დამფინანსებლები, რათა შიდა სამზარეულო ენახათ.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა მართლა იყო თუ არა მსგავსი ფაქტი, რაზეც შარაშენიძემ პასუხი ვერ გაგვცა და გვითხრა, რომ ეს ყველაფერი სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ.
შარაშენიძის და მისი შტაბის ინფორმაციით, ამ გეგმაში ზოგიერთი რამ საგანგებოდ იყო ჩაწერილი. მისივე თქმით, ქალაქში უკვე ჩანან „შკოდას“და „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილები, რომლებიც ინფორმაციის მოძიება აქვთ დავალებული.
ამავე ფურცლების თანახმად, ხვალ დაგეგმილია არჩევნების ჩაშლა და გაყალბება.
მედიამ დაინტერესდა, იყო თუ არ ეს დოკუმენტი ნამდვილი, რაზეც შარაშენიძემ განაცხადა, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა და ელოდებიან საგამოძიებო უწყებაში დაბარებას.
მედია, ასევე დაინტერესდა, ვისგან მიიღო ეს დოკუმენტი და თუ იყო ეს კონკრეტულად „ქართული ოცნებისგან“, რაზეც მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ბეგი სიორიძისგან მოდის.
შტაბის წევრის, შოთა გოგიბერიძის თქმით, მსგავსი მზაკვრული გეგმა 2012 წლის მერე არ შედგენილა და მან ამაში არჩილ თალაკვაძე დაადანაშაულა.
ამ წუთებში აღნიშნული დოკუმენტი შეაქვთ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში.