“ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ გოგოტიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეორე ტურში მხარს უჭერს “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს.
“ვიჭერთ ნეიტრალურ პოზიციას და ვაგრძელებთ პარტიულ მოღვაწეობას. არცერთ კანდიდატს არ ვუჭერთ მხარს და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია“, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.