ახლა, როცა არჩევნებამდე რამდენიმე საათი დარჩა, აქტიურად საუბრობენ, რომ ოზურგეთში „ლეიბორისტული პარტია“ „ოცნების კანდიდატს“ დაუჭერს მხარს.
პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, დავით მამალაძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას.
“საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია, ყველას დავურეკე და ვკითხე, საიდან მოიტანეს. მეუბნებიან წყაროსგან გავიგეთო. რა წყარო, რის წყარო, ასეთი რამე არ არსებობს, რატომ უნდა დავეხმაროთ ან ბეგის და ან კოტეს. ეს დიდი ტყუილია. ეს ყველაფერი არის ჭორები და მეტი არაფერი“, _ გვითხრა დავით მამალაძემ.