13 ნოემბერს, რაგბისტთა პირველი ლიგის გათამაშების კალენდარულ მატჩში, ოზურგეთელმა რაგბისტებმა, ლიდერთა ჯგუფში მყოფ თბილისის ივერიას უმასპინძლეს. მატჩი მეტად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
კლუბის დირექტორის თენგიზ კალანდაძის თქმით, მიუხედავად სტუმართა დიდი მცდელობისა, რაგბისტებმა თავიდანვე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა:
_ ორთავე ტაიმის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმისა და ძალისხმევით უტევდნენ მეტოქეს, ხუთჯერ დაალელოვეს ისინი და მოიპოვეს ღირსეული გამარჯვება ბონუს ქულით 34-12. ამ გამარჯვებით ჩვენი გუნდი გათამაშების ცხრილის მე-4 საფეხურზე მოექცა. მომდევნო მატჩს ისინი გასვლაზე ქუთაისში მეორე ადგილოსან არესის წინააღმდეგ ჩაატარებენ.