პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოში, _ ეს შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილი, როცა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშსა და შენიშვნებს გამოეხმაურა.
წულუკიანის თქმით, ის არ აპირებს ნანუაშვილის განცხადების კომენტირებას. მინისტრო მოკლე, მაგრამ კრიტიკული კომენტარით შემოიფარგლა. მოკლეა პასუხიც. სახალხო დამცველის აზრით, მსგავსი განცხადებები ხელისუფლებას აზიანებს.
სახალხო დამცველმა 15 ნოემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.
ანგარიშს მოგვიანებით საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და ანგარიშს არაკომპეტენტური უწოდა.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.