ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ავღანელი ოფიცერია. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
აფეთქების შედეგად არანაკლებ 10 ადამიანი დაშავდა. ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ დაჯგუფებას ტერაქტთან კავშირი არ აქვს.