დღეს, ქალაქ ოზურგეთში მულტიკულტურულ/ლიტერატურულ კაფე “რვას +1” – ში, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია, მულტიკულტურული მსოფლიო გაიმართა.
აქცია ითვალისწინებდა მულტიკულტურული იდეის პოპულარიზებას, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნების კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ.
ღონისძიების ბოლოს კი მოხდა სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალურ კერძების დაგემოვნება.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მოხალისეებმა.