საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 6-ს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დედაქალაქ ათენთან ახლოს მდებარე 3 ქალაქი სტიქიამ ძლიერ დააზიანა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გზები ნაწილობრივ გაიხსნა და მიმოსვლა აღდგა, თუმცა სკოლები და საჯარო მომსახურების დაწესებულებები დაკეტილია.
პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, უამინდობა საბერძნეთში სამშაბათამდე გაგრძელდება.