ჩინეთში, სადაც თვითნაკეთი ავტომობილების, თვითმფრინავების თუ მინიწყალქვეშა ნავების ბუმია, გაო ჰანჯემ შვეულმფრენის გაკეთება “აიჩემა” და 3 წელია, 6 მეტრი სიგრძისა და 350 კგ წონის შვეულმფრენს აგებს.
საქმე ისაა, რომ შვეულმფრენი ურთულესი საფრენი კონსტრუქციაა, რომლის კუსტარულად შექმნა ჯერ მსოფლიოში არავის გაუბედავს!
მისი კოლეგა “კონსტრუქტორებიც” დარწმუნებული არიან, რომ ეს წამოწყება უეჭველად ტრაგიკულად დასრულდება, თუმცა ვერ გადაათქმევინეს – ჯიუტ გაოს იმედი აქვს, რომ მაინც იფრენ.