ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება, ჩვენ კი – უგუნებობა გვეძალება. ყოველივე ამას იოლად გაუმკლავდება ციტრუსები, რომლებიც არა მარტო გვათბობენ მზის სხივებით, არამედ ვიტამინების წყალობით გვიუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას და გვინარჩუნებენ აღნაგობას.
ციტრუსებში კალორიები ძალიან ცოტაა: მაგალითად, 100 გ ფორთოხალი სულ 40 კკალორიაა, გრეიპფრუტი – 35, ლიმონი – 33. სამაგიეროდ, უხვად შეიცავს ჩ ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ეფექტიანად ებრძვის ცხიმის დაგროვებას, ხელს უწყობს ცხიმის დამწველი კალციუმის სწრაფად ათვისებას. ყველა ციტრუსი ააქტიურებს ნაწლავებში ნივთიერებათა ცვლას. ამასთან, ყველა სასარგებლო ნივთიერებას დიდხანს ინარჩუნებს, ვიდრე სხვა ხილი. ციტრუსებში ბევრია პექტინები – მცენარეული უჯრედები, რომლებიც ბადებენ დანაყრების გრძნობას. ამიტომ ციტრუსი ნებისმიერი დიეტის შეუცვლელი დამხმარეა.
ლიმონი ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში. ნივთიერებები, რომლებსაც ლიმონი შეიცავს, ხელს უშლიან ორგანიზმს შაქრის ათვისებაში, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას. 1 ჩ/ჭ თბილ წყალს დაამატეთ 1/2 ლიმონის წვენი და დალიეთ. ეს განაწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას მუშაობისთვის, შეგიძლიათ შეკაზმოთ სალათები, ხორცისა და თევზის კერძები, ლიმონის წვენით.
ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში საშუალოდ დაიკლებთ 1,3 კგ-ს გრეიპფრუტის შემადგენელი ნარინგინის – “აღნაგობის ნივთიერების” მეშვეობით, რომელიც ასტიმულირებს ცხიმის წვას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აჩქარებს ცილების დაყოფას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. გარდა ამისა, გრეიპფრუტი მატებს ორგანიზმს ტონუსს, აღადგენს ძალას, რაც ხელს უწყობს დიეტური შეზღუდვების ადვილად გადატანას, აწესრიგებს სისხლში გლუკოზის დონეს და ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს. 5-დღიანი გრეიპფრუტის დიეტისას, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე მიირთვით 1/2 (200 გ) გრეიპფრუტი ან დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული ნაყენი.
ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა ბადრიჯანი, კომბოსტო, ნიახური, კიტრი, მწვანე სალათა, ყაბაყი, წიწაკა, გოგრა, ბოლოკი, ისპანახი, პომიდორი, ნებისმიერი მწვანილი და სოკო, შეგიძლიათ დიეტაში ჩართოთ განუსაზღვრელი რაოდენობით. მხოლოდ ნუ დაამატებთ კარაქსა და მცენარეულ ზეთებს. ყოველდღე მიიღეთ 300 მლ უცხიმო რძე ან 2 ჭიქა დიეტური იოგურთი, სვით უგაზო მინერალური წყალი, მწვანე ან მცენარეული ჩაი (დღიური ნორმა 1,5-2 ლ.
ფორთოხალში უხვადაა ჩ ვიტამინი, 97% – წყალია. 1 ც შეიცავს ასკორბინის დღეღამურ ნორმას. ციტრუსში ბევრი საკვები ბოჭკოა, რომელიც ხელს უწყობს დანაყრების გრძნობას – აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. თუ კვირაში ერთხელ დაიცავთ ფორთოხლის დიეტას – დაიკლებთ 0,3 კგ-მდე. 1 დღის მენიუ: 2 ც მოხარშული კვერცხი, 1 კგ ფორთოხალი, 2 ლ წყალი (არამინერალური), მწვანე ჩაი – 4 ჯერზე განაწილებული. შიმშილის მოსაკლავად დალიეთ 1 ჩ/კ თაფლიანი მაგარი ჩაი.