ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით, მერიამ გარემოსდაცვითi კამპანია _ „ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე“ დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში ერთდროულად რამდენიმე აქტივობა გაიმართა.
დღეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებთან ერთად ქარსაცავ ზოლში ფიჭვის ნერგები დარგეს, მწვანე ზოლები მოაწესრიგეს და სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქციაში მოხალისეებიც ჩაერთვნენ.
აქციის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
ღონისძიება დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ორგანიზებით გაიმართა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, მსგავსი ხასიათის აქციები მუნიციპალიტეტში სისტემატურად ჩატარდება. (R)