ქუთაისში, სულხან- საბას დასახლებაში სუპერმარკეტი “დეილი” დააყაჩაღეს.
შემთხვევა 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა.
სუპერმარკეტის თანამშრომლების განმარტებით, მარკეტში 4 ნიღბიანი იყო შესული, რომლებსაც თან ცივი იაღაღი, დანა ჰქონდათ.
მათივე თქმით, სალაროდან წაღებულია 5 000 ლარამდე თანხა, ასევე სასმელები და სიგარეტი.
“ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა,” – ამბობენ სუპერმარკეტ “დეილის” თანამშრომლები ქუთაისიპოსტთან საუბარში.
ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
kutaisipost.ge