მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს საჭმლის გემოს, არამედ იცავს ჩვენს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას. ხილის, ბოსტნეულის, მცენარეებისა და სანელებლების ზეთებს ისე, როგორც მათ ეთეროვან “ნათესავებს”, აქვთ სამკურნალო თვისებები.არეგულირებენ ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას, რითაც ეხმარებიან ორგანიზმს ჰორმონების გამომუშავებაში და მონაწილეობენ უჯრედების სტრუქტურების ფორმირებაში. ზეთები ახანგრძლივებენ ახალგაზრდობასა და ორგანიზმს მატებენ მხნეობას.
ჯავზის ზეთი – აფერხებს დაბერების პროცესს, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, განსაკუთრებით სასარგებლოა ფსორიაზის, კანის წყლულისა და მშრალი ეგზემის დროს.
სალბის ზეთი – ამშვიდებს ნერვებს, ამაღლებს გუნება-განწყობილებას. თუ აბაზანაში წყალს დაამატებთ რამდენიმე წვეთ სალბის ზეთს – დაღლილობას მოგიხსნით.
ნუშის ზეთი აღწევს კანის ფორებში, აახალგაზრდავებს და წმენდს მას. ასტიმულირებს თმის ზრდას.
ბრინჯის ზეთი – ებრძვის ქერტლსა და თმის ცვენას. ფეხებზე ამ ზეთის მასაჟი აუმჯობესებს ვარიკოზული ვენების მდგომარეობას, ხსნის ფეხების კრუნჩხვებს.
ხორბლის ღივის ზეთი შეიცავს უნიკალურ ცხიმ-მჟავებს, ომეგა-3-ს, ომეგა-6-ს და ვიტამინების კომპლექსს. ყველა ეს კომპონენტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების გამართულ მუშაობას.
ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. ზეთი გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება. შველის სებორეას, პიგმენტურ ლაქებს, დაჟეჟილობას, მწერების ნაკბენს, ხელს უშლის კანის დაბერებასა და მატებს ელასტიკურობას.
სელის ზეთი რეკომენდებულია მსხვილი ნაწლავის დისფუნქციის დროს.
კაკლის ზეთი სასარგებლოა ჩიყვის დროს, როგორც ცხიმის ბუნებრივი დამწველი, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. იცავს ორგანიზმს კანცეროგენებისგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, დამწვრობის სწრაფად მოშუშებას.
რაფსის ზეთი ამაგრებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რითაც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.