ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს საფინანსო კომისიას ალექსანდრე მახათაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც 27 დეპუტატიდან მხარი 26-მა დაუჭირა. მახათაძე მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში კონსერვატორების კვოტით იყო.
იგი წინა მოწვევის საკრებულოში ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და მაშინდელ საკრებულოში ფრაქცია „კონსერვატორებს” ხელმძღვანელობდა.