რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია. ამასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
“დასრულდა გაბრიელ ბერის ქუჩაზე სპეცოპერაცია, მდაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი, სამი კი ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, გარდაიცვალა სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი, რომელიც სპეცოპერაციისას დაიჭრა. დაჭრილები არიან, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის რამდენიმე თანამშრომელი”, _ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.