ხვალ, 23 ნოემბერს აღინიშნება წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
როგორც ცნობილია, საქართველოში ყველაზე მეტი ეკლესია-მონასტერს წმ.გიორგის სახელობისაა. შემოქმედის ეპარქიაში 27 ეკლესია-მონასტერია წმ. გიორგის სახელობის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – დვაბზუს წმიდა გიორგის შობის ტაძარი; დვაბზუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი; დვაბზუს წმ.გიორგის ტაძრის ნანგრევები; ბაღდადის წმინდა გიორგის ტაძარი; მზიანის წმიდა გიორგის ეკლესია; გომის წმიდა გიორგის ტაძარი; აჭის წმიდა გიორგის ეკლესია; ექადიას წმიდა გიორგის სხელობის საკათედრო ტაძარი; ექადიის წმ.გიორგის სახელობის მონასტერი; კონჭკათის წმიდა გიორგის ეკლესიის ტაძრის ნანგრევები; ცხემლის ხიდის (ლომისკარის) წმიდა გიორგის ეკლესია; შემოქმედის (გორისფერდი) წმიდა გიორგის ტაძრის ნანგრევები; შემოქმედის წითელი მთის წმიდა გიორგის ეკლესია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – დაბლაციხის წმ. გიორგის ტაძარი; იანეულის წმ. გიორგის ტაძარი; ხიდისთავის წმ. გიორგის ტაძარი; .წიფნარის წმ. გიორგის ტაძარი; ჩომეთის წმ. გიორგის ტაძარი; თავსურების წმ. გიორგის ეკლესია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ნიგვზიანის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტერი; ჯიხეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი; ჭყონაგორა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი; ნიგოითი წმ. გიორგის (მშენებარე)სახელობის ტაძარი; შუხუთი წმ. გიორგის სახელობის ტაძარი; აცანისწმ. გიორგის სახელობის ტაძარი; მამათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი; გრიგოლეთის წმ. გიორგის და წმ ნატალიას სახელობის ტაძარი და მონასტერი.
აჭის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი. ფოტო ეკუთვნის გოგა ჩანადირს.