თბილსში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გამოცემა EURASIATIMES-ის ობიექტივში მოხვდა.
“აფეთქებები და სროლის ხმა ისნის რაიონში 20 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.
ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეცსამსახურების 1 თანამშრომელი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.
ქართველების უმეტესობა ქრისტიანები არიან და ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოხმდარა. თუმცა, სავარაუდოდ სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” სახელით 50-მდე ქართველი იბრძვის.
ისლამი მებრძოლები ძირითადად პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ პანკისი ისლამური ექსტრემიზმის ცენტრია.
პანკისმა ყურადღება მიიპყრო, როგორც ომარ შიშანის სამშობლომ, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი გასულ წელს მოკლეს.
შიშანი, ქართული არმიის ყოფილი ოფიცერია, ცნობილი, როგორც თარხან ბათირაშვილი. შიშანის მამა კი პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ის ფიქრობს, რომ პანკისელი ახალგაზრდები “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდნენ.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პანკისის ყველა სოფელში მეჩეთი აშენდა. მეჩეთებში კი არაბული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა. ბავშვები დადიან და არაბულ ენას სწავლობენ, მაგრამ არავინ იცის, საიდან მოდის ფული”, _ ამბობს პანკისის მკვიდრი და როდი სკოტის ფონდის სკოლის მენეჯერი.
პანკისის მოსახლეობის უმრავლესობა ჩეჩნურ ან ინგუშულ წარმოშობის ქისტ მუსულმანებს წარმოადგენდა, რომლებიც 200 წლის წინ საქართველოში ცხოვრობდნენ.
პანკისის ხეობიდან იმამი გასულ წელს საქართველოში ისლამური სახელმწიფოს დახმარებისთვის 14 წლით დააპატიმრეს.
თბილისში, ამ კვირაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჯგუფების 3 წევრი მოკლეს, ხოლო 1 დაპატიმრეს.
“ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან,”_ განუცხადა მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა.
მისი განცხადებით, ბანდაზე დაკვირვება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და უსაფრთხოების სამსახურები საერთაშორისო კონტრეტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდნენ ჯგუფის წევრების იდენტიფიცირებაზე და მათი კავშირების გამოვლენაზე”, _ წერს EURASIATIMES.