დღეს, ჩოხატაურში, “გურია ნიუსის” რედაქციაში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, “გურული დღიურების” ავტორი გიორგი კეკელიძე “გურული დღიურების” ფონდის დამფუძნებელთან ქეთი გოგავასთან და მანანა სურგულაძესთან ერთად “ივლიტას ბიბლიოთეკას” სტუმრობდა.
“გურული დღიურების” ფონდმა კიდევ ერთი ჩოხატაურელს, ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიკა მეგრელიშვილს გადასცა ფონდის მიერ დაწესებული სტიპენდია.
“დიდი სიხარულია ჩვენთვის, “გურული დღიურების” სტიპენდიის კიდევ ერთი ბავშვისთვის გადაცემა. ჩვენ რამდენიმე კრიტერიუმით ვარჩევთ სტიპენდიანტ ბავშვებს. ჩვენი მიზანია, ეს თანხა ბავშვის მიერ სწორად იყოს მიმართული. ინტერნეტისთვის, წიგნისთვის გამოიყენოს”, _ თქვა ფონდის დამფუძნებელმა ქეთი გოგავამ.
“გურული დღიურების” სტიპენდიანტის თქმით, მისთვის ეს ჯილდო დიდი პასუხისმგებლობაა.
“მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი კეკელიძეს, “გურული დღიურების” ფონდს ჯილდოსთის. “გურული დღიურების” სტიპენდიანტის სახელის ტარება კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გპირდებით, ეს იქნება მეტი სტიმული, მეტი პასუხისმგებლობა ჩემთვის, ჩემი დასახული მიზნების გახორციელებისთვის”, _ თქვა მარიკა მეგრელიშვილმა.
“გურული დღიურების” ფონდის სტიპენდიის ზემოსურებელი წარჩინებული მოსწავლისთვის გადაცემის იდეა სოფელ ზემოსურების ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ოთარ სოროზანიშვილს ეკუთვნოდა. სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია გიორგი კეკელიძესთან ნიჭიერ გოგონას.