ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დივერსიული საქმიანობისთვის დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს. ამის შესახებ sputnik-ossetia იუწყება. როგორც ოსური მედია წერს, გიუნაშვილის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ აფხაზი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
გიორგი გიუნაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს.
ცხინვალის რეჟიმმა მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში დასდო ბრალი და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გიუნაშვილის საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე საქართველომ არაერთხელ დააყენა.
imedinews.ge