საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესში დაანონსებულ მორიგ ცვლილებას ეხმაურება. როგორც აბაშიშვილი აცხადებს, მაღალი ლეგიტიმაციაა, როდესაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ადმინისტრაციის უფროსი მმართველ გუნდს საზოგადოებრივი აზრის გასარკვევად პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
,,გაურკვეველია ზოგადად, რას წვალობენ მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. რა წინადადებებზე საუბრობენ, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც უმაღლესი ლეგიტიმაციაა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ირჩევს ხალხი. თუ მაინც და მაინც ვინმეს ეჭვი ეპარება, სურს თუ არა ხალხს პირდაპირი წესით აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, ამისთვის მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩაატარონ პლებისციტი და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ საზოგადოება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს პლებისციტის დროს საკუთარ გადაწყვეტილებას” _ განაცხადა აბაშიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ახალი ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტი შესაძლოა საარჩევნო კოლეგიამ კი არა პარლამენტმა აირჩიოს.