სოფელ კარალეთში 70 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა, ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე წამების კვალი ეტყობა.
სავარაუდოდ, მომხდარი ძარცვას უკავშირდება.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მეზობლები და ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.
pirveliradio.ge