“არსებობს ორი რისკი: არაკანონიერი გაძევება უკრაინიდან ან შესაძლო დაკავება”, აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკმა ტელეკომპანია NewsOne-სთან განაცხადა. ადვოკატის თქმით, გამორიცხული არ არის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია მოხდეს.
„ამის საშიშროება და ორი რისკი: არაკანონიერი გაძევება უკრაინიდან ან შესაძლო დაკავება. მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება“, _ განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ბინასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.