მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამის შესახებ უკრიანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2017 წლის 5 დეკემებრს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად, 256-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, კიევში საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს სააკაშვილი. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის ტანდასწრებით დააკავეს. დაგეგმილია გამომძიებლების მეირ მისი დაკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.
სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს.
1tv.ge