პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შილდო თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას, პოლონური მედია ავრცელებს. ბეატა შილდომ, თავისი გადაწვეტილება, მმართველი პარტიის “სიმართლე და სამართლიანობა” პოლიტიკურ კომიტეტზე განაცხადა.
კონსერვატორულმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ვიცე პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, მათეუშ მორავეცკის კანდიდატურა წარადგინა. საინფორმაციო სააგენტოს ,,PAP.PL” ინფორმაციით, პარლამენტი სამშაბათს განხილავს მათეუშ მორავეცკის კანდიდატურას და ნდობას გამოუცხადებეს.
ბეატა შილდო პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.