პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე სააგანტო ,,რია ნოვოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიესალმება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის მოქმედი პირველი პირი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. ბურჯანაძის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტობისთვის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია.
“რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს. ის მართლაც ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხებზე დააყენა“, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქმედმა პირველმა პირმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.