ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის სოფელ არჩეულში მდებარე სახლ-მუზემს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ძეგლის სტატუსი მიენიჭა, _ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ მოაწოდა.
„ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის,ნიკოლოზ ანთიძის 27 ნოემბერის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, _ თქვა სულაბერიძემ.