ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდება. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე მთავრობაშიც ალაპარაკდნენ.
ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა, ფაქტობრივად, დაადასტურა.
“რეზონანსის” ინფორმაციით, ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 1-2 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სატარიფო სხვაობა მძიმე ტვირთი იქნება ხალხისთვის, რასაც არ დაუშვებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტარიფი 0,5-1 თეთრის ფარგლებში შეიცვლება.
ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია ტარიფთან დაკავშირებით 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანის ვარაუდით, გადასახადი, სავარაუდოდ, გაიზრდება.