ვენესუელაში 2018 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა,
მადუროს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენას მხოლოდ ის პარტიები შეძლებენ, რომლებმაც კვირას, მერის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ცნობილია, Justice First, Popular Will და Democratic Action პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო სისტემა მიკერძოებულია და ხმის მიცემის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემა სანდოა.