“გთხოვთ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეთა დანიშვნის თაობაზე”, _ ეს განცხადება დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ტარიელ (გელა) აროშიძემ გააკეთა.
_ გთხოვთ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეთა დანიშვნის თაობაზე. პარალიზებულია ყველაფერი. ინფორმაციის ვაკუუმია, ხალხს ბევრი რამ სჭირდება. მანდარინის სეზონია, ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა დოკუმენტი, ასე გაგრძელება არ შეიძლება, _ თქვა მან.
დეპუტატები დაეთანხმნენ აროშიძეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემა მალე უნდა მოაგვაროს.
_ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაგვაროს თანაშემწეთა დანიშვნის საკითხი, რომ სოფელში, გამგეობაში მისულ ადამიანს ვინმემ პასუხი გასცეს და საჭირო საბუთი გაუმზადოს, _ თქვეს მათ.