მმართველი გუნდის წევრი რევაზ არველაძე პარლამენტარებისთვის დანამატების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგება. როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, დანამატებად უნდა მოიაზრებოდეს ის თანხები, რომლებასაც დეპუტატი უფლება-მოვალეობების შესრულებისთვის გამოიყენებენ.
,,ისე ნუ წარმოვადგენთ, თითქოს ვიღაცის გამოგონებულია ამ ტერმინის განმარტება, ჩვენი განმარტებულია და დანამატში შეიძლება შესწორების შეტანა ისე, რომ დანამატი ერქვას იმ ხარჯებს, რომელიც პარლამენტის წევრს აქვს იმის ზევით, რაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების გახორციელებას ეხება. ისე გამოდის თითქოს ეს დანამატი რაღაცა უბედურებაა და ცუდი რამეა, რომ ქვეყანა გადარჩება თუ პარლამენტის წევრს დანამატს არ მივცემთ“, _ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რევაზ არველაძემ.