სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიო მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ღვინიაშვილმა სამხრეთ კორეელი დონგვან გვაკი დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველ სპორტსმენს გამარჯვებისთვის მხოლოდ ორი წუთი დასჭირდა.
დღეს ფინალში კიდევ ორი ქართველი იჭიდავებს. 100 კილოგრამში, ვარლამ ლიპარტელიანი, ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეხვდება, ოდნავ მოგვიანებით კი, მძიმე წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი ბრაზლიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდება.