ადოლფ ჰიტლერის ნაქონი “მერსედეს 770 K” უცნობმა რუსმა მილიარდერმა რამდენიმე მილიონ ევროდ შეიძინა.
ფიურერის მუქლურჯმა “მერსედესმა” ბევრი კოლექციონერის ხელში გაიარა: ომის შემდეგ ავსტრიაში გაიყიდა, შემდეგ კარგა ხანს ლას-ვეგასის მუზეუმში იდგა, მერე ბავარიელმა მელუდემ შეიძინა, 2008 წელს კი იშვიათი მანქანების კოლექციონერ მაიკლ ფროლიხს დარჩა.
სწორედ ფროლიხმა შესთავაზა მდიდარ რუსს, ამ ავტომობილთან ერთად ეყიდა ოდესღაც მის მიერ შეძენილი 6 “მერსედესისგან” შემდგარი ადოლფ ჰიტლერის ავტოპარკი.