– რატომ წერთ მხოლოდ ნაღვლიან მუსიკას? მსმენელს სურს დაისვენოს, გამხიარულდეს, კონცერტიდან დაბრუნდეს მხიარულ გუნებაზე. თქვენ კი? დაწერეთ რამე მხიარული, გამამხნევებელი და მყიდველიც ხალისიანად შეიძენს თქვენს ნაწარმოებებს, – უთხრა ერთხელ გამომცემელმა ახალგაზრდა ბრამსს.
– ვეცდები, – უპასუხა კომპოზიტორმა.
რამდენიმე დღის შემდეგ იგი მივიდა გამომცემლობაში დიდი ნაკრაულით.
– რა, გამოვიდა? – შეხვდა კითხვით გამომცემელი.
– არ ვიცი, – უპასუხა ღიმილით ბრამსმა და გამომცემლის წინ დააწყო ნოტები.
ახალ ნაწარმოებს ეწოდებოდა: “მხიარულად ჩავალ საფლავში”.