2022 წლის მსოფლიო თანამეგობრობის თამაშებს ბირმინგემი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბირმინგემი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლის მიმართაც თანამეგობრობის ფედერაციამ თავდაპირველად გამოთქვა შეშფოთება და განაცხადა, რომ ბირმინგემის წინადადება სრულად შესაბამისი არ იყო.
რის შემდეგაც, თანამეგობრობის ფედერაციამ თამაშების ჩასატარებლად სხვა კანდიდატები მოიწვია, თუმცა, წინ არცერთს არ წაუწევია.
გავრცელებული ცნობით, ღონისძიებების გამართვა 750 მილიონ ბრიტანულ პაუნდამდე ჯდება.