სპეცოპერაციის შედეგად ფრანგმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ლონჟედუას დასახლებაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა. 33 წლის დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი ძებნა მთელი ღამის განმავლობაში, კინოლოგების დახმარებით მიმდინარეობდა.