“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამორჩეულია. აქ მათემატიკით არ წყდება საქმეები.
აქ არის გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის” _ ეს განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.
_ საკრებულოს უმრავლესობა და “ქართული ოცნება” არის ჩემი დასაყრდენი, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.