სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება, ზოგიერთი პარამეტრი კი გაუარესებულია.
ექიმის განმარტებით, პაციენტის წნევის პარამეტრების შენარჩუნება სპეციალური მედიკამენტების საშუალებით ხერხდება.
თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.