პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში რაიმე მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, მცირეოდენი სტაბილიზაცია მიღწეულია.
“რაც შეეხება კონსილიუმს, გუშინ საღამოს იყო სატელეფონო კომუნიკაცია კონსილიუმში მონაწილე სპეციალისტებს შორის. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას და როგორც კი მოიძებნება რომელიმე დაწესებულება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვინც თანახმა იქნება პაციენტის მისაღებად ჩვენ გადავგზავნით დამატებით დოკუმენტაციას და დაველოდებით პასუხს, ამის შემდეგ დადგება გადაყვანის საკითხი კონსილიუმის წევრები ერთსულოვნები არიან”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.
1tv.ge