აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში 2 გემის შეჯახების შედეგად ნავთობის დაღვრა უკვე 60 საათზე მეტია გრძელდება. უამინდობის გამო კი ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მხოლოდ ეკიპაჟის 1 წევრის სხეული აღმოაჩინეს, დაკარგული 31 წევრის პოვნას კი ამ დრომდე ცდილობენ.
როგორც ცნობილია, ირანულ ტანკერს 136 000 ტონა კონდესანტი გადაჰქონდა, რაც ნედლი ნავთობის ულტრა მსუბუქი ვერსიაა.