პანკისის ხეობის სპეცოპერაციას და თემილან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას, ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე გამოეხმაურა, მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი, დიდიხანია საქართველოს კონტექსტს გაცდა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწარფად გაეცეს კითხვებს პასუხი, რომ საზოგადოების კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს
,,გამოძიება უნდა იყოს ობიექტური, მაქსიმალურად სწრაფად უნდა წარიმართოს და არ უნდა დარჩეს ამ პროცესში კითხვები, რომელზეც საზოგადოებას არ ექნება პასუხი, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია რომ, ამ საქმეს ყველა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და არა მარტო საქართველოს მოქალაქეები. ვფიქრობ ეს სპეცოპერაცია თავისი მნიშვნელობით, დიდიხნის წინ გაცდა ქართულ კონტექსტს, ამ თემის მიმართ ინტერესი არის, მათ შორის საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესი ისე წარიმართოს, რომ ამ ჯერზე არ დარჩეს კითხვები საზოგადოების მხრიდან“ – განაცხადა სულხან სალაძემ
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემილან მაჩალიკაშვილი ამ დილით, წმინდა მიქაელ მთვარანგელოზის სახელობის მრვალპროფილიან კლინიკურ სავადმყოფოში გარდაიცვალა.